დავით მაღრაძე – შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში შედის, ისევ დავერიოთ ერთმანეთს ქართველები, აფხაზები და ოსები, ეს არის ქართული სახელმწიფოს განადგურების მცდელობა


ავტორი
Front News საქართველო
შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში შედის, ისევ დავერიოთ ერთმანეთს ქართველები, აფხაზები და ოსები. ეს არის ქართული სახელმწიფოს განადგურების მცდელობა. მე ამას ასე აღვიქვამ, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“საქართველოს მოსახლეობას აფხაზებთან და ოსებთან ომი არ უნდა. ეს მაშინაც რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი იყო. ისტორიულად, ჩვენ ამდენი საუკუნე ერთად მოვედით. ამ ერთი კულტურული სივრცის წიაღში ვცხოვრობდით, შერეული ქორწინებებით და აქ საფუძველი არ იყო იმისა, რომ ასეთი ბზარები გაჩენილიყო და რომ ასეთ სისხლისმღვრელ ბრძოლებში გადაიზრდებოდა. სამწუხაროდ, ეს მოხადა. ახლა იმის ნაცვლად, რომ ამ ურთიერთობების აღდგენაზე გვქონდეს მთელი ყურადღება მობილიზებული ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, როგორ აღვადგინოთ ჩვენი საუკუნეობრივი, კულტურული ურთიერთთანაცხოვრება ერთ სახელმწიფოში ჩვენ, აფხაზებმაც და ოსებმაც, ამის ნაცვლად, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში შედის, ისევ დავერიოთ ერთმანეთს ქართველები, აფხაზები და ოსები, ეს არის ქართული სახელმწიფოს განადგურების მცდელობა. მე ამას ასე აღვიქვამ. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქართული სახელმწიფო, სადაც ქართველებთან ერთად თავისუფლად, კეთილგანწყობით და თანაცხოვრების მაღალი კულტურით იცხოვრებენ აფახები, ოსები და სხვა ერის წარმომადგენლები“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას ვერ უკარნახებს, თუ როგორი პოლიტკორექტულობა უნდა გამოიჩინოს.
“არ მაქვს ამის რეცეპტი. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი აზრით, საქართველოში მოსახლეობა მეორე ფრონტს მხარს არ უჭერს. ერთადერთი იმუშავებს საქართველოში ფრაზა „არა ომს!“, რომლის გარშემოც შესაძლებელია, მოხდეს მოსახლეობის სრული მობილიზაცია და ეს ასეც იქნება, თუ საჭირო გახდა“, – განაცხადა მაღრაძემ.
თაგები:


გიორგი გახარია – გუშინ რაც ხდებოდა ცოცხებით გორსა და რუსთავში, ეს არის, რასაც ქართული კულტურა და ხალხი იმსახურებს?!

ხათუნა ხოფერია – ევროპა და აშშ უკვე ღიად ერთვებიან ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისა და ქართული სახელმწიფოს განადგურების პროექტში!

დავით მაღრაძე – ის ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი შაჰინია და არა შაჰინ-შაჰი, როგორც საქართველოში ბევრს ჰგონია