
ავტორი
Front News საქართველო
დავით მამისეიშვილი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება. ის მიიჩნევს, რომ საქმე სასამართლოზე გავლენის მოპოვებასა და მის დისკრედიტაციაშია.
“მათი ძირითადი მიზანი არის ჩვენი დისკრედიტაცია, რასაც უკვე მრავალი წელია, ახორციელებენ. გამოდის, რომ ჩვენ, მოსამართლეებმა, გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის საელჩოს და თუ არ მოეწონება, მაშინ იგივე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. [სანქციების დაწესება] გაუგონარი ფაქტი იყო – ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე. განცდა არის მხოლოდ ერთადერთი – ეს არის ზეგავლენის მოპოვება და ჩვენი სასამართლოს დისკრედიტაცია“, – აცხადებს მამისეიშვილი “იმედთან”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
თაგები:
სანქციები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს