Logo

დავით მაყიშვილი – დავით მენაბდიშვილი იყო საიმედო მებრძოლი და ჩვენი დიდი იმედი ყველგან, სადაც კი შეტაკება ჰქონდა

უკრაინა
364
Frontnews image description

ის იყო საიმედო მებრძოლი და  ჩვენი დიდი იმედი ყველგან,  სადაც კი შეტაკება ჰქონდა, – ამის შესახებ უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით მენაბდიშვილის შესახებ მისმა  თანამებრძოლმა  დავით მაყიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დავითი მენაბდიშვილი  ყოფილი სპეცრაზმელი იყო, რომელიც  2014 წლიდან უკრაინაში იბრძოდა. 

 

„უპირველესად მინდა მივუსამძიმრო დავითის ოჯახის წევრებს. ყოველი დღეს არის საშინელება, ვიგებთ საშინელ ამბებს, თუმცა მინდა შევახსენო ქართველ ერს, ყველას, რომ ეს არის საქართველოს ბრძოლა და ეს ბიჭები მათთვის წირავენ თავს, ისინი საბრძოლო მოქმედების დროს დაიღუპნენ…
დავითი იყო უპირველესად საქართველოს პატრიოტი, მას ჰქონდა დიდი საბრძოლო გამოცდილება ჯერ კიდევ საქართველოდან მოყოლებული, ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მებრძოლი, 2014 წელს, როდესაც დაიწყო დონბასისა და ლუგანსკის ოკუპაცია, დავითი პირველი დღიდან ჩაერთო დამპყრობელთან ბრძოლაში. ის ეხმარეობოდა უკრაინულ არმიას და იბრძოდა ქართულ ქვედანაყოფში.  რომელსაც „ქართველი პარტიზანები“ ერქვა. ის იყო საიმედო მებრძოლი და ყოველთვის ჩვენი დიდი იმედი ყველგან,  სადაც კი შეტაკება ჰქონდა“, – განაცხადა დავით მაყიშვილმა. 

 

დღეს უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

Advertisement