
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა აზერბაიჯანში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა, რადგან არჩევნები აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე პირველად ტარდება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
“ჩვენ წარმოვადგენთ სუამის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას, რომელიც აერთიანებს ოთხ ქვეყანას: აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ჩვენ წარმოვადგენთ ქართულ მხარეს. ამ საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისთვის, ეს არის ისტორიული არჩევნები, რადგან საარჩევნო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
დაახლოებით 5-6 საარჩევნო უბანს ვეწვიეთ და შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მიღებული ინფორმაციით, სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა ამ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებს, ასევე “ქართული ოცნების“ დეპუტატები, სავალან მირზოევი, ირაკლი ქადაგიშვილი და ზაურ დარგალი აკვირდებიან.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს