დავით მათიკაშვილი – “ბუკის” სისტემაში ათობით მილიონია გადახდილი, ისევე როგორც ჯაველინები იქნა შეძენილი ქართული მხარის მიერ


ავტორი
Front News საქართველო
მერამდენედ უნდა მოვისმინოთ ბატონი კასიანოვისგან ასეთი არარელევანტური და კონტექსტიდან ამოვარდნილი მოსაზრებები და განცხადებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველოსობის წევრმა დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კომპონენტში საქართველო გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერთაგან, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინას მაქსიმალურ დახმარებას უწევს.
“რა თქმა უნდა, ბუკის სისტემა ქართულმა მხარემ შეიძინა და მასში ათობით მილიონია გადახდილი, 2008 წელს ომის დაწყებამდე და ეს ქართული მხარისთვის არავის უჩუქებია, ისევე როგორც ჯაველინები იქნა შეძენილი ქართული მხარის მიერ, მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის, იცოდა თუ არა, მან ბევრად მეტი უნდა იცოდეს.
უკრაინის დახმარების სამი ძირითადი კომპონენტია, ჰუმანიტარული, პოლიტიკური და სამხედრო. პირველ ორ კომპონენტში, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კომპონენტში საქართველო გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერთაგან, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინას მაქსიმალურ დახმარებას უწევს. საუბარია ჰუმანიტარული დახმარების იმ მასშტაბზე, რომელიც საქართველოდან არასდროს არ გასულა მისი დამოუკიდებლობიდან დღემდე, მაგრამ, ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველომ ხმამაღლა და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ის ომში არ ჩაერთვება. ის არ გახდება ომის მონაწილე მხარე და ეს უნდა იყოს ჩვენი მეგობარი ქვეყნის პოლიტიკური წარმომადგენლებისთვის ძალიან კარგად გასაგები. როგორც კი შენ, როგორც სახელმწიფო ან მოხალისეების გაგზავნა უზრუნველყოფ ომში, ან აწვდი იარაღს ერთ-ერთ მხარეს, შენ ავტომატურად ხდები ომის მონაწილე და ომის ქარ-ცეცხლი მაღალი ალბათობით შეიძლება შენთანაც გადმოვიდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი – რეკომენდაციაში მოცემული პირობების საკმაოდ დიდი ნაწილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებში დგას, რომლის შესრულებაზე ქართული მხარე ყოველთვის აცხადებდა მზაობას

დავით ზედელაშვილი – ისევე როგორც წინა იმპიჩმენტს, არც ამას არავითარი კავშირი არ გააქვს კონსტიტუციასთან

დავით ჭიჭინაძე – როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს “ქართული ოცნება”