
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვას.
მისი თქმით, ასეთი ქმედება ყოვლად დაუშვებელი და დასაგმობია.
“ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, რაც ყოვლად დასაგმობია. ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას. ყველა რადიკალის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხვდება ევროკავშირის საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციას, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს