
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე ჟამი უდგას, ეს პროცესი პარტიის პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“რადიკალურ დაჯგუფებაში ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა. ხელჩართულ დაპირისპირებამდეც კი მივიდა რამდენჯერმე საქმე. ხდება იმ ნარჩენებისთვის ბრძოლა, რაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა, ასევე მცდელობაა, რომ ფაქტობრივად უკვე ვადაგასული და ყავლგასული პოლიტიკოსების კვლავ პოლიტიკაში შემობრუნებით, ოდნავ მაინც შეძლონ და რაიმე სახით გავლენა მოახდინონ იმ პროცესზე, რომელზეც წარმოუდგენელია, რაიმე ძალამ მოახდინოს გავლენა. ეს პროცესი ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო პოლიტიკურ დასასრულს, რაც ძალიან მალე, 2024 წლამდე მოხდება.
პოლიტიკაში ვაიპოლიტიკოსების შემობრუნებით, თუნდაც მერაბიშვილი და ოლიგარქი კეზერაშვილი ფიქრობს, რომ რაიმე სახით გააჯანსაღებს პროცესს, რომელიც რეალურად, ჭაობშია მოქცეული. პროცესის გაჯანსაღების არანაირი რესურსი არ აქვს არც კეზერაშვილს და არავის. პოლიტიკური ველი გაჯანსაღდება იმით, რომ “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, საქართველოში აქტიურობას დაასრულებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს