დავით მათიკაშვილი – გრძელდება მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს მცდელობას ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ომში ჩართავს.
მათიკაშვილი ამ კომენტარით CS Victims სტატიას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.
“გრძელდება მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და შემდგომ მან გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში შედის და საქართველო ჩაერთოს ომში, გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამ ზეწოლაზე საუბრობენ ადვოკატები და ადრეც იყო არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ შვეიცარიული ბანკი საკუთარი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ასრულებს ისეთ დავალებებს და დგამს ნაბიჯებს, რომელიც არც საბანკო სისტემის რეპუტაციას შეესაბამება და საქმიან ურთიერთობებში მსგავსი ქცევა არ არის მიღებული. აშკარაა, რომ ხდება კონკრეტულ პიროვნებაზე ზეწოლა და შანტაჟი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი – კვირიკაშვილმა თქვა, რომ ვიღაცამ “ქართუს“ დატოვება ბიძინა ივანიშვილის სახელით ურჩია, რატომ არ გადაამოწმა გიორგიმ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან, ვერ გეტყვით

ბიძინა ივანიშვილი – რატომ უნდათ, რომ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“? ყველას აქვს ამაზე პასუხი – იმიტომ უნდათ, რომ სასწრაფოდ ომში ჩაერთოს

ლევან იოსელიანი – ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს რეალურად პოლიტიკაში