
ავტორი
Front News საქართველო
კითხვებს ბადებს მოვლენათა ისეთი განვითარება, როცა ერთი დღით ადრე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვდნენ და დღეს თავად მოითხოვეს სასამართლო სხდომაზე პირდაპირი ეთერით ჩართვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“მის წარმომადგენლებს სურთ, პატიმარი დაიხსნან ციხიდან და ამისთვის ყველა ნაბიჯს დგამენ, არანაირ ქმედებას არ ერიდებიან. გარკვეულწილად, ცრუ ინფორმაციები მალე გამოჩნდება და საკუთარ თავს გამოავლენს.
არ არის საჭირო, სამედიცინო და სამართლებრივი საკითხი პოლიტიკური გავხადოთ. დავაცადოთ სამედიცინო სექტორს და სასამართლოს საკითხის გადაწყვეტა, რაც მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს