
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “თავის დროზე ფრენების გაუქმება, აკრძალვა გარკვეული სანქციის სახით იყო გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ“.
მათიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მილიონამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში და თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს ისევ ქართველებისთვის იქნება კარგი.
“შევახსენებ საზოგადოებას, რომ მილიონამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში და თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის, ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის იქნება კარგი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს