
ავტორი
Front News საქართველო
საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს, ეს ქმნის სისტემურ პრობლემას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.
“ხდება ამ სტრუქტურის ინსტიტუციური გასწორება და გაჯანსაღება. კანონპროექტის მიხედვით ეს სტრუქტურა ორ სამსახურად იყოფა“, – განმარტა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი, რომელიც უწყების თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებს, შესაძლოა, გადაიხედოს.
თაგები:
დავით მათიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს