დავით მორგოშიამ კონკურსში – “ახალი პიესა აფხაზეთზე“ გამარჯვებულ ავტორს დიპლომი გადასცა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „ახალი პიესა აფხაზეთზე“ გამარჯვებული პიესის „მე არსად წავსულვარ!“ ავტორს სალომე კაპანაძეს დიპლომი გადასცა. მინისტრმა მას კონკურსში გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
პიესა აგებულია ახალგაზრდების – აფხაზი თარაშის და ქართველი თათიას აფხაზეთთან დაკავშირებულ გენეტიკურ მეხსიერებაზე. მათი ურთიერთობიდან იკვეთება პიესის მთავარი სათქმელი, რომ ეს თაობა ერთმანეთს მიუტევებს, შეიყვარებს და კვლავ შეძლებს თანაცხოვრებას.
სალომე კაპანაძე არის ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურული წერილების კრებულებისა და ზღაპრების ავტორი. „მე არსად წავსულვარ!“ მისი პირველი პიესაა.
კონკურსი – „ახალი პიესა აფხაზეთზე“ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინიციატივით გამოცხადდა და გამარჯვებული პიესა ამავე თეატრის სცენაზე დაიდგმება.
თაგები:
დავით მორგოშია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს