დავით ნარმანია – “ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს


ავტორი
Front News საქართველო
“ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, ჩვენ იმისი ფუფუნების გზა არა გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე, ამდენი ხალხის დასაქმებაზე და შესაბამისად, საპირისპიროდ იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ პარლამენტში განაცხადა.
ნარმანიას თქმით, შიდა თუ გარე, ქვეყნის განვითარების არამოსურნე პირების მიერ იყო აქციები დაორგანიზებული და ჰესის მშენებლობა შეჩერებული.
“რამე კითხვები თუ არსებობს, მთავრობამ თქვა, დავჯდეთ, გავიაროთ გავაკეთოთ დამატებითი კვლევები, მაგრამ მაინც შიდა თუ გარე, ქვეყნის განვითარების არამოსურნე პირების მიერ იქნა აქციები არაერთი დაორგანიზებული და შესაბამისად, შეჩერებული; თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის დროებითი და დაინტერესებულ მხარეთა ფართო და აქტიური ჩართულობით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, ისევე, როგორც სხვა საშუალო და მსხვილი ჰესების მშენებლობა, გაგრძელდება; მათ შორის, არის მართლაც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უწყინარი ჰესები. მე ასეთ ჰესებს ვეძახი, რომლებიც რაიმე სახის მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. რა გავლენას უნდა ახდენდეს ერთ მეგავატამდე მცირე ჰესი გარემოსთვის, როცა რაღაცა ტიპის პროტესტების ცეცხლის შენთება ხდება სპეციალურად და ჩერდება ასეთი ჰესების მშენებლობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს