
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა.
“ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა.
დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩა, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში, პირველი 6 წლის ვადით დაამტკიცა. კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკისწევრთა ფარული კენჭისყრით, სემეკის თავმჯდომარედ ირჩევა სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.
დავით ნარმანია 2014-2017 წლებში თბილისის მერი იყო.
თაგები:
დავით ნარმანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს