
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან დედებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია სამინისტროს პროგრამების შესახებ და ასევე, ესაუბრეთ თავიანთ საჭიროებებზე.
“ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული განვითარება, სიძლიერე, სწორედ ასეთ ქალბატონებზე დგას, რომლებიც ზრდიან ჩვენი ქვეყნის წარმატებულ შვილებს და არიან სამაგალითო მშობლები. მჯერა, რომ მათი მზრუნველობა შვილების მიმართ, დიდ როლს ითამაშებს საქართველოს გაერთიანებისა და განვითარების საქმეში”, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს