Logo

დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს შეხვდა

პოლიტიკა
21.10.2024 / 15:24
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია  აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნისა და აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანების წინაშე დღეს არსებულ გამოწვევები, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისა, სტაბილურობისა და ქვეყნის გაერთიანებისთვის საჭირო და აუცილებელ საკითხები.

დავით ფაცაციამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანების სწორი ხედვის მნიშვნელობაზე ქვეყნის გამარჯვებისა და აფხაზეთში დაბრუნების საქმეში, რაც მხოლოდ სიყვარულით და ურთიერთპატიებით მოხდება.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ქართველ და აფხაზ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების კუთხით სამშვიდობო  პოლიტიკის  ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

“ჩვენ, აფხაზეთელებმა ყველაზე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. პროვოკაციებით წაქეზებული დაპირისპირებების შედეგად დავკარგეთ სახლ-კარი, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეზობლები, მეგობრები, მაგრამ არ დაგვიკარგავს ღირსება.

დღესაც, განსაკუთრებით გვჭირდება იმ ღირებულებების წინაშე გაერთიანება, რომლის დასაცავადაც იბრძოდნენ ჩვენი გმირი ვეტერანები – სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა. ბოროტებისგან მართულმა ძალებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს ღირსება და მხოლოდ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები