
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის ხორციელდება.
მონაწილეებმა, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მიზანია დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა მათ ინტერესებზე მორგებული პროგრამების შემუშავებასა და დაგეგმვაში, აფხაზ და ქართველ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს