
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პროგრამის – „დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის“ ფარგლებში, დევნილთა განსახლების ადგილებზე მიმდინარეობს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.
სამუშაო პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი – დავით ფაცაცია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.
“პროგრამები, რომლის ფარგლებშიც დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისთვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს