
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან მატუშ ბუსოვსკისთან ერთად, ქ. ქუთაისში მდებარე აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის №6 სკოლის გარე სპორტული მოედანი დაათვალიერა, რომელიც სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა.
შეხვედრის ფარგლებში, დავით ფაცაციამ სკოლის მასწავლებლებს მათთვის საჭირო, ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები გადასცა. ხოლო, სკოლის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი წარადგინეს.
“განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სლოვაკეთის საელჩოს ბავშვებისთვის სპორტული მოედნის რეაბილიტირების ხელშეწყობისა და აფხაზეთის მოსახლეობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.
პოზიტიური იყო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, რომლებიც მინი-სპექტაკლით გვიმასპინძლეს. მინდა მათ მივმართო და ვუთხრა, რომ მეამაყებით და მჯერა, რომ ამ რეალობაში თქვენი შესაძლებლობა იქნება განუზომლად მნიშვნელოვანი და სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც შეხება არ ჰქონია კონფლიქტთან, თქვენ ხართ ყველაზე ლაღები, თავისუფლები და უნდა აგრძნობინოთ ჩვენი ოჯახის წევრებს – აფხაზებს ეს თავისუფლება“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დავით ფაცაცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს