
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, თბილისის რაიონებში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში, დევნილთა განსახლების ობიექტებზე სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ადგილზე თოვლდამცავი სისტემები მოეწყო, დამონტაჟდა სანიაღვრე მილები და აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალშემკრებ სისტემებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების 5 ობიექტზე განხორციელდა, სადაც 200-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
“დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისა და სამინისტროში შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დევნილთა განსახლების ობიექტებზე ვახორციელებთ სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელთა შესრულებასაც ინტენსიურ მეთვალყურეობას ვუწევთ. ასევე, ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე ვეცნობით მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს