დავით ქართველიშვილი არახამიას განცხადებაზე – გამოვიწვიოთ კიევიდან ჩვენი ელჩი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ობიექტურად ვეღარ უმკლავდება უკრაინაში მიმდინარე, ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ორკესტრირებული დისკრედიტაციისა და სულში ჩაფურთხების კამპანიას


ავტორი
Front News საქართველო
დავიწყოთ მსჯელობა და მზადება მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების სახელისუფლებო კურსის მხარდამჭერი აქციის მოსაწყობად. კონტრაქციად რომ არ შერაცხონ და პროვოკაციებს თავი ავარიდოთ, გავავსოთ ეროვნული სტადიონი და მავნებლებს პარლამენტის წინ ტროტუარი დავუთმოთ – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის რადას დეპუტატის დავით არახამიას ვიდეომიმართვას, სადაც ის ამბობს, რომ რომ აქტიურად აქვს კომუნიკაცია აშშ-ის კონგრესმენებთან და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელებთან, რათა განხორციელდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მისი ბიზნესის წინააღმდეგ. უკრაინის რადას დეპუტატის განცხადებითვე, ამ გზით თავიდან იქნება აცილებული საქართველოს ჩაბმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს.
დავით ქართველიშვილის თქმით, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ახსნა-განმარტებების მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ.„ამას სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხი: 1) გამოვიწვიოთ კიევიდან ჩვენი ელჩი, რომელიც შექმნილ ვითარებაში – ობიექტურად ვეღარ უმკლავდება უკრაინაში მიმდინარე, ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ორკესტრირებული დისკრედიტაციისა და სულში ჩაფურთხების კამპანიას2) დაბარებული იქნას საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ახსნა-განმარტებების მისაღებად3) შეწყდეს უკრაინის მიმართულებით ყველანაირი დახმარების გაწევა, კიევის მხრიდან შესაბამისი ახსნა-განმარტების მიღებამდე4) დავიწყოთ მსჯელობა და მზადება: მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების სახელისუფლებო კურსის მხარდამჭერი აქციის მოსაწყობად – კონტრაქციად რომ არ შერაცხონ და პროვოკაციებს თავი ავარიდოთ, გავავსოთ ეროვნული სტადიონი და მავნებლებს პარლამენტის წინ ტროტუარი დავუთმოთამ ეტაპზე თავში მეტი არაფერი მომდის – რაც ეხება თავმოყვარეობისა და ღირსების დაცვას“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.
თაგები:


დავით ქართველიშვილი – შეუიარაღებელი თვალით ჩანს, როგორი გაღიზიანებულია ჩვენი გაშმაგებული მეხუთე კოლონა საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი პრაგმატული ნაბიჯის გამო, რომელიც განპირობებულია მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებით

დავით სონღულაშვილი – ანაკლიის პორტის მშენებლობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია და ის აუცილებლად აშენდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში

დავით ქართველიშვილი – “ხალხის ძალა” იყო, არის და იქნება იმ ყველა ჯანსაღი წამოწყების და ფასეულობის მომხრე, რომელიც ახასიათებს რეალურ, და არა ფსევდოევროპულობას