
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მოქალაქეს დედამიწის ზურგზე რჩება მხოლოდ “შარიათის სასამართლოს” იმედი და არაა გამორიცხული, სააკაშვილის ადვოკატებმა ავღანეთის თალიბანისკენ აიღონ გეზი – ასე ეხმიანებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის საჩივრის განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური “კრემლი” ორკესტრირებულად ებრძვის “დასავლურ ფასეულობათა შუქურას”.
“პუტინის პატიმრის” მიმართ ქართულ პენიტენციურ სისტემაში “არაადამიანურ” მოპყრობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი, ივანიშვილის მიერ “მოსყიდულმა” ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ – განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო. ალბათ პუტინის აგრესიის მიმართ “შიშის” გამო. ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური “კრემლი” ორკესტრირებულად ებრძვის “დასავლურ ფასეულობათა შუქურას”. მასე ყოველ ჯერზე მოხდება – როდესაც მის მიერ წამოწყებულ საქმეებს: “სააკაშვილი – საქართველოს წინააღმდეგ” ჰქვია. როგორც წესი – საქართველო იმარჯვებს. ამჟამად უკრაინის მოქალაქეს დედამიწის ზურგზე რჩება მხოლოდ “შარიათის სასამართლოს” იმედი და არაა გამორიცხული, სააკაშვილის ადვოკატებმა ავღანეთის თალიბანისკენ აიღონ გეზი“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს