
ავტორი
Front News საქართველო
“ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აქციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს, რომელიც აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის დარბევისკენ მოუწოდებს.
“არანაირი მშვიდობიანი აქცია, არანაირი “კონსტიტუციური ჩარჩოები” – გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შენობის დარბევას. ისმის შეძახილები: “ამაღამ უნდა ავიღოთ შენობა, ვინაიდან ხალხს ვერ შევინარჩუნებთ!”. ხალხმა რეალურად დაიწყო დაშლა, რის შემდეგ როგორც ჩანს მიღებული იქნა დირექტივა აქციის რადიკალიზაციაზე. დღეს უნდა გაწყდეს იქ, სადაცა ვიწროა. თორემ “გაწყდება” საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთმინების ვალდებულება“, – წერს დავით ქართველიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს