Logo

დავით ქართველიშვილი ხოშტარიაზე – ლЯკას ლოგიკაში მინიმუმ 18 სახელმწიფო გავატარე და იქ ყველგან უნდა შეიცვალოს მთავრობა, თუ მხოლოდ ჩვენთან?

პოლიტიკა
1479
Frontnews image description

“ისრაელმა უარი განაცხადა რუსეთთან მიმართებაში სანქციების მხარდაჭერაზე. ზუსტად არ ვიცი – ეს “ხისტად” გააკეთა, “ჰავანაგილას” ფონზე თუ ლექსად – ფაქტი ფაქტად რჩება.” – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიას მოთხოვნას მთავრობის გადადგომის შესახებ.

 

“გუშინ დილით RTVi-ზე მოვისმინე და მომეწონა: წუხელო, ისე, რომც არავინ არაფერს ეკითხებოდა, რუსეთის ელჩმა ისრაელში მოულოდნელი განცხადება გააკეთა – “რა კარგია მაინც, რომ რუსეთი პალესტინის ავტონომიის საკითხებში, ისრაელის ცენტრალური ხელისუფლების მხარეზეა. როგორ შეიძლება ამ მწვავე დაპირისპირებაში, ვიღაცა რომ იარაღით ამარაგებს პალესტინელებს” . იმავე დღის საღამოს – ისრაელმა უარი განაცხადა რუსეთთან მიმართებაში სანქციების მხარდაჭერაზე. ზუსტად არ ვიცი – ეს “ხისტად” გააკეთა, “ჰავანაგილას” ფონზე თუ ლექსად – ფაქტი ფაქტად რჩება. ახლა…”მგიმიშნიცაზე” უკეთ, ან ზოგადად დიპლომატიის, ან კერძოდ რუსეთის დიპლომატიის ენა ვინ იცის საქართველოში? ალბათ გრიშა ვაშაძემ – მაგრამ ის დუმს, ამას კი “შვიშტოკი” ვერ გამოუღეს პირიდან: “მთავრობა, რომელიც უკრაინის გვერდზე არ დგას – უნდა შეიცვალოს!”. ლЯკას ლოგიკაში მინიმუმ 18 სახელმწიფო გავატარე და…იქ ყველგან უნდა შეიცვალოს მთავრობა, თუ მხოლოდ ჩვენთან?” – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები