დავით ქართველიშვილი – მამუკა მდინარაძემ ყველა ჩვენგანის ღირსება დაიცვა და ჩვენი სახელით “საკურთხი” უკან დაუბრუნა


ავტორი
Front News საქართველო
“თუ შენი ოპონენტი საკუთარ თავს აღარ თვლის შენს თანამემამულედ, ხოლო “ქართული მენტალობის” მთავარ ატრიბუტად დედის გინებაღა აქვს შენარჩუნებული – მასთან სხვა ტიპის კომუნიკაციის დამყარების საშუალება, სამწუხაროდ, არც შენ გრჩება“- წერს „ხალხის ძალის წევრი“ დავით ქართველიშვილი.
“ნაცსექტანტებთან 20-წლიანმა ურთიერთობამ ალბათ დაგვარწმუნა, რომ მათთან აკადემიურ, “კლასიკურ” ქართულ ენაზე საუბარს აზრი არა აქვს. თავიდან კი ცდილობ, მაგრამ შუა საუბარში ხვდები, რომ რაღაც არ გამოგდის – ოპონენტს შენი ქართული არ ესმის და ძალაუნებურად გადადიხარ მის მიერ შენს თავს მოხვეულ და მისთვის გასაგებ ენაზე. და ამაში არანაირი თმენის თუ შენი შელახული ღირსების და თავმოყვარეობის სხვა ხერხით დაცვის ვალდებულებას – შენივე ოპონენტი არ გიტოვებს.გუშინ უკრაინაში მებრძოლის გინება გვესმოდა არა მხოლოდ მამუკა მდინარაძის, ბიძინა ივანიშვილისა თუ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით – ტიპმა ყველა ჩვენგანს გვაგინა. და მამუკა მდინარაძემ ყველა ჩვენგანის ღირსება დაიცვა და ჩვენი სახელით “საკურთხი” უკან დაუბრუნა. მე დარწმუნებული ვარ, რამდენად მიუღებელია მამუკა მდინარაძისთვის ლინგვისტური ურთიერთობის ეს ფორმა, რამდენად არ ახასიათებს ის მას – მაგრამ სხვა ენა მათ არ ესმის.
საქართველოში ყველა თაობის ოჯახს ჰყავდა მეომარი – არა მგონია “დედის გინება” მათი ვაჟკაცობის თუ საბრძოლო უნარჩვევების მკვებავი ძალა ყოფილიყო არა თუ შენი გადამთიელი მოწინააღმდეგის, არამედ თანამემამულის მისამართით. მაგრამ, თუ შენი ოპონენტი საკუთარ თავს აღარ თვლის შენს თანამემამულედ, ხოლო “ქართული მენტალობის” მთავარ ატრიბუტად დედის გინებაღა აქვს შენარჩუნებული – მასთან სხვა ტიპის კომუნიკაციის დამყარების საშუალება, სამწუხაროდ, არც შენ გრჩება…“- წერს ქართველიშვილი.
თაგები:


დავით ქართველიშვილი – “ხალხის ძალა” იყო, არის და იქნება იმ ყველა ჯანსაღი წამოწყების და ფასეულობის მომხრე, რომელიც ახასიათებს რეალურ, და არა ფსევდოევროპულობას

დავით ქართველიშვილი არახამიას განცხადებაზე – გამოვიწვიოთ კიევიდან ჩვენი ელჩი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ობიექტურად ვეღარ უმკლავდება უკრაინაში მიმდინარე, ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ორკესტრირებული დისკრედიტაციისა და სულში ჩაფურთხების კამპანიას

მამუკა მდინარაძე – ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მკაფიოდ და ურყევად გამოვხატავთ