
ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე ქვეყნისთვის სწორედ იმ აუცილებელი პრიორიტეტების თვალსაზრისით ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს”- ასე აფასებს ექსპერტი დავით ქართველიშვილი შალვა პაპუაშვილის ვიზიტს ბრიუსელში.
“საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე ქვეყნისთვის სწორედ იმ აუცილებელი პრიორიტეტების თვალსაზრისით ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს და თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში, საქართველო-ნატოს კომისიაში მონაწილეობის მიღებით იწყებს. ამით პარლამენტის სპიკერმა ყველაზე მკაფიო პასუხი გასცა იმ საშინაო თუ საგარეო ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, ვინც თითიდან გამოწოვილი საბაბით სისტემატიურად ცდილობენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დადანაშაულებას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისას პასიურობაში. დღეს საქართველოს პირველ რიგში, არა მისი დემოკრატიის გზაზე წინსვლაში ეჭვის მქონე ძალების მხრიდან რაიმე ტრენინგების ჩატარება ესაჭიროება, რამდენადაც თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან საჭირბოროტო თემებზე პრაქტიკული ხასიათის დიალოგი. წარმატება მინდა ვუსურვო ბატონ შალვა პაპუაშვილს მის მნიშვნელოვან საგარეო დებიუტში და ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოში ის მეტად მნიშვნელოვანი გზავნილებით დაბრუნდება”, – წერს Facebook-ზე ქართველიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს