
ავტორი
Front News საქართველო
“შესაძლოა, ჩვენი “ლოკალური ომის პარტიის” მიერ საკუთარი არა – ჩვენი (!) სამშობლოს წინააღმდეგ CNN-ის ჩართვა სამართლებრივი პასუხისგების საკითხის წამოწევის თვალსაზრისით, პროცედურულად გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდეს – მაგრამ ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს ამ დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი!“- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აუცილებლად მოხდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების დისკრედიტაცია, როგორც მინიმუმ ძვირადღირებული ფუფუნება უნდა გახდეს, როგორც მაქსიმუმ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საგანი.
“ბევრი გვიფიქრია, საქართველოს წინააღმდეგ უკვე ფაქტიურად ღიად წარმოებული ჰიბრიდული ომის ამ კომპონენტს – დეზინფორმაციას, ცილისწამებას, სიცრუეს – როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ. მხოლოდ მხილება, უტყუარი ფაქტებით აპელირება საკმარისი არაა.
აუცილებლად მოხდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების დისკრედიტაცია, მათთვის სარეპუტაციო ზიანის მიყენება – როგორც მინიმუმ ძვირადღირებული ფუფუნება უნდა გახდეს, როგორც მაქსიმუმ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საგანი.
შესაძლოა, ჩვენი “ლოკალური ომის პარტიის” მიერ საკუთარი არა – ჩვენი (!) სამშობლოს წინააღმდეგ CNN-ის ჩართვა სამართლებრივი პასუხისგების საკითხის წამოწევის თვალსაზრისით, პროცედურულად გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდეს – მაგრამ ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს ამ დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი!“- წერს ქართველიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს