
ავტორი
Front News საქართველო
“თქვენივე მოქალაქეების მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ რომ თქვენი ხელისუფლების მძევლობას დააღწია თავი და ჩამოვიდა საქართველოში“- ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
“დღესვე შეუძლიათ დაიწყონ: მოსკოვი-ერევანი-თბილისის რეისით ყოველდღე არ წყდება ჩამომსვლელთა ნაკადიგანსაკუთრებით ბათუმსა და თბილისში დღემდე ვხედავთ შეხმატკბილებულ “სინერგიას” უკრაინული და რუსული სანომრე ნიშნების მეპატრონეებს შორის ჩვენ საავტომობილო გზებზე, სასტუმროებში, რესტორნებში თუ ამ პოლიტიკურად პარანოიდალურ პროცესებს მაინც განახორციელებთ – გთხოვთ პან კასიანოვით დაიწყოთ და რაც მთავარია – თქვენივე მოქალაქეების მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ რომ თქვენი ხელისუფლების მძევლობას დააღწია თავი და ჩამოვიდა საქართველოში და ბოლოს, ისევ და ისევ, კვლავ და კვლავ: “ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს