Logo

დავით ქართველიშვილი – ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება!

პოლიტიკა
1566
Frontnews image description

ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასავლური ლობისტების დაქირავების შესახებ, რომელმაც 1,5 მლნ $ გამოყო, რათა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს. 

 

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს დახმარება გაუწიონ, ნაყოფია/კეზერაშვილის ერთობლივი კრიმინალური ფინანსური ნაკადებით, ჯერ კიდევ 2 მარტის საღამოდან გამოყოფილი იქნა მილიონნახევარი დოლარი უცხოელ ლობისტებზე. 

 

„იმის ნაცვლად, რომ დაობლებულ და გაუბედურებულ უკრაინელ ბავშვებს დახმარება გაუწიონ, ნაყოფია/კეზერაშვილის ერთობლივი კრიმინალური ფინანსური ნაკადებით, ჯერ კიდევ 2 მარტის საღამოდან გამოყოფილი იქნა მილიონნახევარი დოლარი თავის უნამუსო და ფულის გამო ოჯახის წევრთა გამყიდველ უცხოელ ლობისტებზე, რათა გაძლიერდეს: • “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია • ამ ხელისუფლების პირობებში წარმოჩნდეს საქართველო, როგორც არშემდგარი და არადემოკრატიული სახელმწიფო • ევროკავშრირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დაკავშირებული იქნას საქართველოს საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერის “უართან” • აღნიშნული პროცესი შეჩერებული იქნას საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმრების თემების გამო • სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – წარმატება მაქსიმალურად მიეწეროს ოპოზიციას, ხოლო პროცესის შესაძლო დაყოვნება – მთლიანად გადაბრალდეს არსებულ ხელისუფლებას სწორედ ამის შედეგად გააქტიურდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსისხლე მტრები და ჩვენი მეხუთე კოლონის აქტიური საერთაშორისო წარმომადგენლები – დევიდ კრამერი, იან კელი, რასა იუკნევიჩიანე და სხვები. იუდა ისკარიოტელმაც კი დაუბრუნა ნაყოფია/კეზერაშვილის იდეოლოგიურ წინაპრებს – მისთვის გამოყოფილი სისხლიანი 30 ვერცხლი, ამათთვის ხომ არც ნამუსი და არც ეთიკურ/მორალური ნორმები არ არსებობენ. ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება!“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები