დავით ქაცარავა – “ჩვენ” არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა ხალხისთვის შევქმენით


ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ” არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა წერს.
“ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – “ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“ ვინ და, – ჩვენ!
“ჩვენ” არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით!
ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!
ჩვენ გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!
ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის!
“ჩვენ“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!
მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ!” – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.
თაგები:
დავით ქაცარავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს