დავით ქაცარავა – ძალიან მალე გამოვჯანმრთელდები და მალე დავბრუნდები საპროტესტო აქციაზე და დავუბრუნდები საოკუპაციო ხაზს


ავტორი
Front News საქართველო
ეს ხელისუფლება უკვე გადაიქცა რუსულ დიქტატორულ რეჟიმად. საკმაოდ მძიმე დაზიანებები მაქვს, ძვალი ფაქტობრივად არ არსებობს, თვალბუდის ძვლის მაგივრად ჩაყენებულია ტიტანის პლასტი და მას უჭირავს თვალი, ჩამტვრეულია ზედა ყბა, დიდი ჰემატომები და ძალიან მძიმე ტვინის შერყევა მაქვს, – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელების შემდეგ, აპირებს, კვლავ აქციებს დაუბრუნდეს.
“ეს ხელისუფლება უკვე გადაიქცა რუსულ დიქტატორულ რეჟიმად და ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც ამას აკეთებს რუსეთი.
ის, რა სისასტიკითაც უსწორდება ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს, მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადასულია ტერორზე, დაშინებაზე და საბოლოო ჯამში, იმაზე, რომ საზოგადოება ჩაჩუმდეს.
საკმაოდ მძიმე დაზიანებები მაქვს, ძვალი ფაქტობრივად არ არსებობს, თვალბუდის ძვლის მაგივრად ჩაყენებულია ტიტანის პლასტი და მას უჭირავს თვალი, ჩამტვრეულია ზედა ყბა, დიდი ჰემატომები მაქვს, ძალიან მძიმე ტვინის შერყევა, მაგრამ ძალიან მალე გამოვჯანმრთელდები და მალე დავბრუნდები საპროტესტო აქციაზე და დავუბრუნდები საოკუპაციო ხაზს.
სწორედ ეს ორი ფაქტორი იყო გამოყოფილი იმ ჯალათების მიერ, რომელმაც ეგზეკუცია ჩამიტარეს, რომლებიც ამაზე აკეთებდნენ აქცენტს, რა გინდა, რატომ დადიხარ იმ საოკუპაციო ხაზთან, რატომ ხარ ამ აქციაზე და ყველაფერი იყო გაფორმებული ძალიან შეურაცხმყოფელი გინებით”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
თაგები:
დავით ქაცარავა