დავით ქაცარავა – ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც აქტიურად დავუბრუნდი ოკუპაციის ხაზთან პატრულირებას


ავტორი
Front News საქართველო
მე საშიშროების წინაშე ვდგავარ და ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც აქტიურად დავუბრუნდი ოკუპაციის ხაზთან პატრულირებას. ეს პირდაპირ კავშირშია ამ გამოძახებასთან, – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა.
“მე საშიშროების წინაშე ვდგავარ და ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც აქტიურად დავუბრუნდი ოკუპაციის ხაზთან პატრულირებას. ეს პირდაპირ კავშირშია ამ გამოძახებასთან.
14 მაისის შემდეგ გასული იყო თვე-ნახევარი და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დამიბარეს, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ეს ამბები, რაც მე გამოვიტანე ოკუპაციის ხაზთან დაკავშირებით.
ის მუხლი, რომლითაც გამასამართლებენ, გავიგებ, ჯერ არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, იქნება წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობა”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლისა და აქტივისტ დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებიან.
თაგები:
დავით ქაცარავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს