დავით ქაცარავა – იარაღის ტარების შეზღუდვა, ეს კიდევ ცალკე სიმბოლური გზავნილია იმისა, რომ უფლება არ გაქვს თავი დაიცვა


ავტორი
Front News საქართველო
ეს განაჩენი, რომელიც გამოიტანა ე.წ. სასამართლომ, სამწუხაროდ, წარმოადგენს “ქართული ოცნების” ბრმა იარაღს, რომელსაც ის იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა.
“ეს განაჩენი, რომელიც გამოიტანა ე.წ. სასამართლომ, სამწუხაროდ, წარმოადგენს “ქართული ოცნების” ბრმა იარაღს, რომელსაც ის იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ.
დღევანდელი განაჩენი არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ “ქართული ოცნება” აწი ყველას და ყველგან დააჯარიმებს, დააკავებს და გამოიყენებს სასამართლოს დასაშინებლად და თავისუფალი მოქალაქეების დასასჯელად.
იარაღის ტარების შეზღუდვა, ეს კიდევ ცალკე სიმბოლური გზავნილია იმისა, რომ უფლება არ გაქვს თავი დაიცვა. ეს სიმბოლიზმი ძალიან ახასიათებთ რუსებს და სწორედ რუსეთიდანაა გადმოტანილი ჩვენს ქართულ რეალობაში”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. ქაცარავა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ საქმეზე ქაცარავა დაზარალებულადაც არის ცნობილი.
თაგები:
დავით ქაცარავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს