დავით ქაცარავა – კირბალში რუსმა ოკუპანტებმა ერთი მოქალაქე დაჭრეს, ერთი გაიტაცეს


ავტორი
Front News საქართველო
სოფელ კირბალში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დაჭრეს, ერთი კი გაიტაცეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა წერს.
“ახალი გატაცება კირბალში. როგორც პირველადი ინფორმაცია მოგვაწოდეს, სოფელ კირბალში რუსმა ოკუპანტებმა გაუხსნეს ცეცხლი ადგილობრივ მცხოვრებლებს, ერთი მოქალაქე დაჭრილია და მოხდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში, მეორე მოქალაქე გატაცებულია.
აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა ადგილობრივმა მცხოვრებმა და ჩვენ მივდივართ კირბალში, რათა აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმოთ”, – წერს ქაცარავა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdavid.katsarava%2Fposts%2Fpfbid0TyMgBncGpuKHWBdQzHGBjNrpuhQENtwWz5buUPtZFdJ8cEoxAqVEUwrjfuurDAmnl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”250″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
დავით ქაცარავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს