დავით ქაცარავა – მლეთაში გამოჩნდნენ რუსი ოკუპანტები, ვფიქრობ, ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი, რომ ახალი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყეს


ავტორი
Front News საქართველო
“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მლეთაში გამოჩნდნენ.
“მლეთაში გამოჩნდნენ რუსი ოკუპანტები, საკმაოდ დიდი ჯგუფი, 5-5 ოკუპანტი იყო, ეს უკვე ვფიქრობ, არის ძალიან საგანგაშო სიგნალი იმისა, რომ ოკუპანტებმა დაიწყეს უკვე ახალი ტერიტორიების ოკუპაცია.
ლომისა შედის იმ ახალი საოკუპაციო გეგმის ფარგლებში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ 2 წელია, ეს გეგმა უკვე დამტკიცებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ, რომელიც მოიცავს 808 კვადრატულ კილომეტრს დაწყებული ზემო რაჭიდან, დამთავრებული თრუსოს ხეობით. შესაძლოა, ამ ახალი ოკუპაციის დაწყების პირველი სიგნალია”, – აცხადებს ქაცარავა.
მისივე ინფორმაციით, რუსები აქტიურად ამზადებენ ოჩამჩირეში სამხედრო პორტს, სევასტოპოლიდან გამოქცეული ფლოტის გადასამალად. ზღვისპირა სამხედრო-საოკუპაციო ბაზებზე თხრიან სანგრებს.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdavid.katsarava%2Fvideos%2F2456817267859812%2F&show_text=false&width=273&t=0″ width=”273″ height=”476″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
ოკუპანტები

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა