დავით ქაცარავა – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა


ავტორი
Front News საქართველო
ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა.
“მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, გაჩნდა ახალი საოკუპაციო ბანერი.
სოფელ თამარიანის მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ ამ ბოლო დროს, მათი სოფლის თავზე მდებარე ოკუპირებულ ქედზე, ღამღამობით მძიმე ტექნიკის ძრავების ბღუილი ისმის და დაძინების საშუალებას არ აძლევს.
სამწუხაროდ, ეს რეგიონიც შეტოვებულია რუსებთან ერთი ერთზე, მოსახლეობის უსაფრთხოების ზომები, ნულოვანია”, – წერს ქაცარავა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერის გამოჩენას და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdavid.katsarava%2Fposts%2Fpfbid02qoLnp7rpiJoFS7UeFTux8KA91Jm3aW4zemVkcTNn7WGiGJkPeiCBcFh6DYeHZayul&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”773″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
დავით ქაცარავა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა