დავით ქაცარავა – საქმეზე, რომელზეც დაზარალებულად ვარ გამოცხადებული, ბრალდებულად მიბარებენ


ავტორი
Front News საქართველო
იმ საქმეზე, რომელზეც დაზარალებულად ვარ გამოცხადებული, ბრალდებულად მიბარებენ და სავარაუდოდ, გამასამართლებენ იმაზე, რომ ვერ მცემეს ალბათ, კარგად და ხელები დაუზიანდათ ჯალათებს, როდესაც მცემდნენ კასტეტებით, – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ სასამართლომ რაიმე სახის ჯარიმაც დააკისროს.
“იმ საქმეზე, რომელზეც დაზარალებულად ვარ გამოცხადებული, ბრალდებულად მიბარებენ და სავარაუდოდ, გამასამართლებენ იმაზე, რომ ვერ მცემეს ალბათ, კარგად და ხელები დაუზიანდათ აი, ამ ჯალათებს, როდესაც მცემდნენ კასტეტებით.
ხუმრობა იქით იყოს და ეს არის სრული განუკითხაობა, იურიდიული ნონსენსია. ალბათ, რაიმე ჯარიმას დამაკისრებენ. ასევე, ველოდები, რომ მოიყვანენ ისევ იმ პოლიციელებს მსახიობებს, რომლებიც, როგორც წესი, მოდიან ხოლმე და ამბობენ, რომ კამერები გათიშული ჰქონდათ და ისე ესმოდათ, როგორ აგინებდნენ ბრალდებულები პოლიციელებს. ეს იქნება სტანდარტული სცენარი”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
დავით ქაცარავა სასამართლოში 5 ივლისს არის დაბარებული.
თაგები:
დავით ქაცარავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს