Logo

დავით რაზმაძე – როგორ უნდა დაიცვას, როდესაც ადამიანი თვითონ არ უფრთხილდება თავის თავს

პოლიტიკა
450
Frontnews image description

გორის საკრებულოს სხდომა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

ისინი საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებას აპროტესტებდნენ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვნენ.

 

“რატომ უნდა მოიხადოს დავით რაზმაძემ ბოდიში. ჯერ ერთი, მე გავაკეთე უკვე განცხადება. მე ხაზი გავუსვი, რომ ბატონ თამაზ გინტურზე მე არ ვაკეთებ შეფასებას, სამართალდამცველები მუშაობენ ამ თემაზე, რაც შეეხება, როცა ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, რომ იქ არის პრობლემები და ხალხი შეშინებულია, მესმის, ძალიან რთული სიტუაციაა, ძალიან ცუდია, რომ ოკუპანტმა ჩვენი ის მიწა, ყველა ის მიწა ჩვენია, სადაც ოკუპანტი დათარეშობს, მაგრამ ოკუპანტის სახე არის მხეცი და მე არ მინდა რომ ისედაც მცირერიცხოვანი ერი, ამ მხეცს შეეწიროს.

 

როგორ უნდა დაიცვას, როდესაც ადამიანი თვითონ არ უფრთხილდება თავის თავს, როგორ უნდა დაიცვას, ამიხსენით. კირბალში მცოცავი ოკუპაცია არ ყოფილა, აღარ გრძელდება. ამ ეტაპზე, მაგალითად არ მქონია ამის ფაქტები”, – განაცხადა რაზმაძემ. 

 

დავით რაზმაძეს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

 

“რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება… რამდენი ადამიანი უნდა გყავდეს… სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს და რაც არ უნდა გადაკვეთო, იქ არ უნდა გადახვიდე. სახელმწიფო იცავს ყველაფერს, მაგრამ თვითონ მოსახლეობა, იქ არსებული მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს”, – განაცხადა რაზმაძემ ადგილობრივ მედიასთან.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები