დავით სააკაშვილი – ბოლო დღეებმა გვანახა ცინიზმი, გვანახა ის, რომ პატიმარი სააკაშვილი გადამალეს საზოგადოებისგან


ავტორი
Front News საქართველო
ბოლო პერიოდმა, განსაკუთრებით ბოლო დღეებმა გვანახა ცინიზმი, გვანახა ის, რომ პატიმარი სააკაშვილი გადამალეს საზოგადოებისგან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არიც გაცილებით ცუდად, ვიდრე ხელისუფლების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს.
“რაც შეეხება მოლოდინს, ჯერჯერობით საიმედო არაფერი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მე მაინც მჯერა ადამიანების კეთილგონიერების. ბოლო პერიოდმა, განსაკუთრებით ბოლო დღეებმა გვანახა ცინიზმი, გვანახა ის, რომ პატიმარი სააკაშვილი გადამალეს საზოგადოებისგან, არა მარტო იმიტომ, რომ რეალურად გამოეხატა თავისი პოზიცია სასამართლოზე, არამედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო საზოგადოებისთვის მისი ვიზუალიზაციის დანახვა და გაექარწყლებინათ საზოგადოებისთვის ის პოზიცია, რომ თითქოს ეს არის სიმულანტობა, თითქოს, ეს ყველაფერი არის ტყუილი.
აქ არ არის საუბარი არანაირ პოლიტიკურ მიმართულებაზე, პოლიტიკურ გემოვნებაზე, აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. რეალურად მიშა არის ძალიან ცუდად და ის კრებული, ის ნაკრები კადრების, თითქოს, რამდენიმე თვის განმავლობაში გადაღებული, მაშინ გაცილებით უკეთ იყო, ვიდრე ახლა”,- განაცხადა დავით სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი მუმლაძის ინიციატივით იმართება.
მუმლაძის თქმით, მსგავსი აქცია ხვალ ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც გაიმართება.
თაგები:
დავით სააკაშვილი