Logo

დავით სააკაშვილი – ჩვენ ვაძლევთ მთავრობას გონივრულ ვადას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა

პოლიტიკა
811
Frontnews image description

ჩვენ ვაძლევთ მთავრობას გონივრულ ვადას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ძმამ დავით სააკაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას მათ მოთხოვნას არ გაითალისწინებს და მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში არ გადაიყვანენ, აქციებს გამართავენ. 

 

“ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას ჩვენს ხელისუფლებას გარკვეული დროის განმავლობაში, ვთქვათ ორშაბათს, 6 საათამდე. ასე შევთანხმდით, რომ მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ ჩემი ძმის,  მიშას გადაყვანა. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამის შემდეგ ჩვენ უკვე გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას, რომ მიშა გათავისუფლდეს“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა. 

 

მიხეილ სააკაშვილის ძმები ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები