დავით სააკაშვილი – გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება შესთავაზა.
როგორც დავით სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.
“გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია.
ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე.
მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის.
შემოთავაზებას რაც შეეხება, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება.
აუცილებლად ჩავთვალე ამის შესახებ თქვენთვის მემცნო”, – წერს დავით სააკაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdavid.saakashvili%2Fposts%2Fpfbid0FMGgTfnSepYiDS3HR4FkVMUp9FAQdAYZJkYvDfoYpjhX3AbZ8rRJz4Sv92852BY4l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”329″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
დავით სააკაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა