Logo

დავით სააკაშვილი – მიხეილ სააკაშვილის კვლავ რუსთავის ციხეში გადაყვანა იქნება ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვა

პოლიტიკა
19.05.2022 / 12:36
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილის კვლავ რუსთავის ციხეში გადაყვანა იქნება ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და დღის წესრიგში მისი საზღვარგარეთ გადაყვანა უნდა იდგეს. 

 

“მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტადაა, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ვიმედოვნებ,  რომ ჭორია. ახლა  მისი კვლავ  რუსთავის ციხეში გადაყვანა ადამიანის გაწირვა  და სასიკვდილოდ გამეტება იქნება.  საუბარი უნდა იყოს მის საზღვარგარეთ გადაყვანაზე, სადაც იციან ჯანმრთელობის ასეთი პრობლემის მკურნალობა. 

 

კლინიკაში გადაყვანა შეიძლება მხოლოდ იმისათვის იქნეს გამოყენებული, რომ გახდეს ტრანსპორტაბელური, რათა გადაყვანილი იქნეს ევროპის კლინიკაში“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა. 

 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ის ვერ იკვებება და წვეთოვან სისტემაზე იმყოფება.

Advertisement