Logo

დავით სააკაშვილი – შალვა, როგორც თარჯიმანს პატივს გცემდი, ჩემთან რომ მუშაობდი, ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, რაც დღეს იკადრე

პოლიტიკა
540
Frontnews image description

შალვა, მომისმიმე, როგორც თარჯიმანს პატივს გცემდი, ჩემთან რომ მუშაობდი, ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, რაც დღეს იკადრე, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ძმამ  დავით სააკაშვილმა განაცხადა. 

 

მან პარლამენტის თავმჯდომარი შალვა პაპუაშვილი მიხეილ საკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან მან იგნორირება გაუკეთა ადამიანის სიცოცხლის უფლებას. 

 

“შალვა მოგმართავ შენ, მე აბსოლუტურად ვერ გავიგე შენი პოზიცია დღეს, შენ რაღაცა ქილიკის სახით განაცხადე, რომ პრობლემა არის მხოლოდ და მხოლოდ იმაში,  რომ კაცს აქვს დეპრესია და არ იკვებება სათანადოდ. 

 

მომისმინე, მე შენ დიდი ხანია, მიცნობ, მე შენ როგორც თარჯიმანს პატივს გცემდი, რომ ჩემთან მუშაობდი, ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი, შენ როგორც ჩემი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ და ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, იკადრე ისეთი რაღაცა, რომ აბსოლუტურად იგნორირება გაუკეთე ადამიანის იმ უფლებას,  რასაც ქვია სიცოცხლე, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები