
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.
სერგეენკოს თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება ინფექციური დაავადებების დასამარცხებლად.
„კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც დაიწყო საქართველოში, უფრო და უფრო ფართოვდება. რამდენიმე დღის წინ ახალი ჯგუფის ჩართვა გახდა შესაძლებელი. კერძოდ, 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების და ამჯერად მეც აღმოვჩნდი ამ სიაში. აქამდე არ შემეძლო, მოქმედი ექიმი არ ვარ და მხოლოდ მოქმედი ექიმებისთვის იყო აცრა შესაძლებელი. დღეს გავიკეთე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. მერვე, მეთორმეტე კვირის ფარგლებში აუცილებელია მეორე ვაქცინაცია. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე რომ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა და მინდა, ყველას ვთხოვო, გაიაროს ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტაროს ვაქცინაცია“, – განაცხადა სერგეენკომ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს