Logo

დავით სერგეენკო – ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან უნდა წაიღოს თავის სიტყვები

პოლიტიკა
1525
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დავით სერგეენკოს განცხადებით, დავით არახამიას საკუთარი განცხადებებით ზედმეტი მოსდის და ან არგუმენტები უნდა წარმოადგინოს, ან საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს.

 

“დავით არახამიას არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეული პატივისცემის და იმის გათვალისწინებით, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას და ზოგადად მის მოქალაქეებს, ნათქვამში არ უნდა ჩასდიო. ეს უკვე ნამეტანია. ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს. არ შეიძლება ასეთი ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან უნდა წაიღოს თავის სიტყვები. უკვე ნამდვილად საზღვრებს სცილდება“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

უკრაინის რადაში მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას განცხადებით, „რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები