Logo

დავით სერგეენკო – თითოეულ ჩვენგანს გვქონდა პროტესტის მკაფიო გამოხატვა

პოლიტიკა
15.07.2021 / 18:26
705
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” გუნდში ყველას მკაფიო პროტესტი ჰქონდა ძალადობაზე.

 

“პროტესტისა და დაგმობის გარდა, არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს ძალადობაზე სხვა რეაქცია ჰქონდეს. თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს კოლეგას ყველას გვქონდა პროტესტის მკაფიო გამოხატვა. რაც შეეხება დაგმობას, არ ვარ დაგმობის გამოხატვის სპეციალისტი, არ ჩამომართვათ ირონიზირებაში, მაგრამ მე რაც შემეძლო, გავაკეთე. გავაკეთე საჯარო განცხადება და იგივე გააკეთეს ჩემმა კოლეგებმაც. თუ მივიღებ რჩევას ვინმესგან, კიდევ რანაირად შემეძლო და რა შემეძლო, გამეკეთებინა, აუცილებლად გავითვალისწინებ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

თაგები:

Advertisement