დავით შერაზადიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხიდისყურის, მუხრანას, ჭაპალას, ბალახაურის და მწყნეთის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა, მაგალითად, მოეწყო გარე განათება, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლების ნაწილს, გამოწვევები კვლავ არსებობს და ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მოსახლეობის წინაშე დღეს არსებული საჭიროებები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგიდან მოიხსნას“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს