Logo

დავით სიხარულიძე – ასეთი ტონალობა დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ავტორიტარი მმართველებისთვის

პოლიტიკა
943
Frontnews image description

ასეთი ტონალობა დამახასიათებელია  პოსტსაბჭოთა ავტორიტარი მმართველებისთვის, -ამის შესახებ პარტია  “დროას” წევრმა  დავით სიხარულიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამით „ქართული ოცნების“ კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენა  თავისი  დამოკიდებულება ევროპელი პარტნიორებისადმი. 

 

“აჩვენებენ,  რომ საქართველო აღარაა ის ქვეყანა და მას აღარ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ევროპასთან.  ასეთი დამოკიდებულება და და ასეთი ტონალობა დამახასიათებელია  პოსტსაბჭოთა ავტორიტარი მმართველებისათვის. 

 

ეს არის შინაარსისგან დაცლილი და აბსურდული სიტყვების რახარუხი –  “არ იცოდა”,  “პოლაროიზაციას ხელს უწყობს”… პოლარიზაციას თუ რამე უწყობს ხელს ამ ქვეყანაში, ეს არის ქართული ოცნება”, – განაცხადა სიხარულიძემ. 

 

ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში გაუქმებული ვიზიტის შესახებ სამი ევროპარლამენტარის განცხადებას “ქართული ოცნების” ლიდერებმა უპასუხეს,  რომ  ვიზიტი წინასწარ შეთანხმებული არ იყო და ევროპარლამენტარების ასეთი განცხადებები პოლარიზაციას უწყობს ხელს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები