
ავტორი
Front News საქართველო
როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს “ქართული ოცნება“, იმდენად დამღუპველია ქვეყნისთვის და ხალხისთვის ყველა მათი მოქმედება, – აცხადებს “ტრიბუნას” ლიდერი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.
“თან, რაც ამათ გააკეთეს, არავის და არასოდეს უქნია – ერი დაცალეს, გამოშიგნეს ფაქტიურად! იკრიბებიან კომუნისტურ სახალხო ყრილობებზე და საბჭოური, დესპოტური მეთოდებით მოქმედებენ.
მოკლედ, ვისაც ამ არალეგიტიმური პარლამენტის ყურება სიამოვნებს, ცირკში იარონ ჯობია, ის უფრო შინაარსია.
ხოლო ვისაც ნამდვილად რაღაცის შეცვლა უნდა, ისინი რუსთაველზე იყვნენ 20 ივნისს და 24-ში უფრო მეტი უნდა მოვიდეს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
თაგები:
დავით ჭიჭინაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს