
ავტორი
Front News საქართველო
ტიკარაძის გადადგომის და ღარიბაშვილთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი იყო პირველი – ფინანსები და მეორე – ტიკარაძემ არ შეიტენა ის სადიზმი, რომელსაც “ქართული ოცნება” პატიმრის მიმართ ახორციელებდა, – აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
“ტიკარაძემ ზუსტად გათვალა, რომ გაფლანგული, კოვიდის შეჭმული მილიონებით და არსებული ეპიდსიტუაციით, რასაც ასევე ღარიბაშვილის ბოლო განცხადებაც დაემატა, სადაც ფაქტიურად 200 ათასი ადამიანისთვის სოციალური დახმარების მოხსნა დააანონსა, თავად გახდებოდა განტევების ვაცი და წავიდა. ღარიბაშვილი კი, თავის მხრივ ცდილობს მაქსიმალურად არიოს სიტუაცია და ამით ყველას დაანახოას რომ ნამდვილი პრემიერია და არა ხელის ბიჭი, როგოც ივანიშვილმა შეაფასა.
ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის “წყვიტავს”, ამიტომ ვფიქრობ, ტიკარაძის შემცვლელი კონკრეტულად მისი გარემოცვიდან იქნება, მინისტრების “წასვლა” კი ტიკარაძით არ დასრულდება.
ფაქტებიც სახეზეა, 200 ათასი სამუშაო ადგიოლი უნდა შევქმნაო და ეკონომიკის მინისტრს აღარავინ ალაპარაკებს; ისევე როგორც ზალკალიანს არ ელაპარაკება არავინ და არსად არ უშვებენ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე
თაგები:
დავით ჭიჭინაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს